გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 2-ის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 35-ე ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, სადაც გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 4 ტურის განმავლობაში, მიქაუტაძე სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდა.
- გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებმა საუკეთესოდ დაასახელეს
- მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
- ზედიზედ მეორედ: მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურში
ლიგა 2-ის 35-ე ტურის შეხვედრაში, "მეცისა" და "გრენობლის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით (1:0) დასრულდა.
"მეცისა" და ლიგა 2-ის ქართველმა ბომბარდირმა - გიორგი მიქაუტაძემ, აღნიშნულ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი, მიქაუტაძის შედეგიან გადაცემას მოჰყვა.
Une équipe... de @ChampionsLeague 😏😏😏 ! #11TypeFans pic.twitter.com/ZAeJbnCmvp
— Ligue 2 BKT (@Ligue2BKT) May 17, 2023