'ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო' - მიქაუტაძე მეცთან თამაშს გამოეხმაურა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მეორე ტურში ლიონმა საკუთარ მოედანზე მეცი 3:0 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა 3-მა ქართველმა მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საფრანგეთის ჩემპიონატში. გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ლიონის ფორვარდმა ბოლომდე ითამაშა, წიტაიშვილი და აბუაშვილი კი 62-ე წუთზე, ერთად შეცვალეს.
საღამო, რომელიც ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩვენ გვიყვარს.
გმადლობთ, თქვენი მხარდაჭერა მთელი სეზონის განმავლობაში დაგვჭირდება.
განსაკუთრებული მადლობა მეცს ეკუთვნის, რომელსაც ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო. - წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში
ლიონმა ჩემპიონატის ორივე მატჩი მოიგო, მეცმა კი ორივე დათმო. მიქაუტაძის გუნდი მომავალ ტურში მარსელს მიიღებს, მეცი კი პარიზთან გასვლაზე ითამაშებს.