ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა | Sofascore
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენი ლიონთან 1:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიას მატჩში მონაწილეობა ძირითადი შემადგენლობიდან არ დაუწყია, ის მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა და გოლიც გაიტანა. შეხვედრის მე-6 წუთზე ენდრიკმა ლიონი დააწინაურა, ხოლო აფონსო მორეირამ მე-18 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა. ქართველმა ფეხბურთელმა 90+4 წუთზე საოცარი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიამ დაახლოებით 35 წუთი ითამაშა და თავისი გუნდიდან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და Sofascore-ის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყველა მათგანში გაიმარჯვა, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ოთხივე წარმატებული გამოდგა, ბურთს 38-ჯერ შეეხო, 25 გადაცემიდან 24 ზუსტად შეასრულა (96%), სულ 4-ჯერ დაარტყა, 2-ჯერ კარში, ერთი დაუბლოკეს, ხოლო ერთხელაც კარისკენ დაარტყა.
ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება:
Sofascore - 8.4
Flashscore - 7.6
Whoscored - 7.8
სრულად Sofascore-ის ტურის საუკეთესო გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: მორი დიაუ (ლე ავრი) - 7.9
მცველები: ბრენდან შარდონე (ბრესტი) - 8.4, აისა მანდი (ლილი) - 8.3, ისმაელო განიუ (ლანსი) - 8.4
ნახევარმცველები: მეტიუ უდოლი (ლანსი) - 8.4, კევინ დანუა (ოსერი) - 8.1, ლუდოვიკ ბლასი (რენი) - 8.0, საუდ აბდულჰამიდი (ლანსი) - 8.8
შემტევები/თავდამსხმელი: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი) - 8.4, ენდრიკი (ლიონი) - 8.3, აფონსო მორეირა (ლიონი) - 9.2
Sofascore | საფრანგეთის ლიგა 1-ის სიმბოლური გუნდი