სტივენ ჯერარდი: "კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია"
პარი სენ ჟერმენმა ბაიერნი ორი მატჩის ჯამში 6:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 56-ჯერ შეეხო, კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (2-ჯერ კარში), 15-დან 11 დუელი მოიგო და 31-დან 21 ზუსტი გადაცემა გააკეთა (68%).
კვარას მორიგ ბრწყინვალე მატჩს მსოფლიო ფეხბურთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - 25 წლის ქართველის თამაშის სტილი შეაქო ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ლივერპულის ლეგენდამ - სტივენ ჯერარდმა.
"ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ ძალიან ძლიერი და საშიშია - მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია! ის ძალიან ძლიერი და სახიფათოა, შეუძლია ორივე მიმართულებით წავიდეს. რა ასისტია! ის მარცხენა ფლანგიდან შევიდა - ფლანგის შემტევების უმეტესობა ამ მომენტში ბურთს გაანიავებდა, მაგრამ ეს თამაშის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო და მან დემბელეს საოცარი, იდეალური პასი გაუკეთა.
თუმცა, საქმე მის სხვა თვისებებსაც ეხება. ბევრ ვინგერს მხოლოდ მაშინ სურს თამაში, როცა ბურთი ფეხებში აქვს, მაგრამ ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს. ის შრომობს, ეცემა ბურთისთვის, იბრძვის, შეუძლია საგოლე პასიც გააკეთოს და გოლიც გაიტანოს. ის ამჟამად საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში." - სტივენ ჯერარდი
აქვე შეგახსენებთ, რომ კვარა გახდა პირველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში შეასრულა საგოლე მოქმედება.
პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში არსენალს დაუპირისპირდება. გადამწყვეტი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე გაიმართება.