პსჟ-ს პასუხი რეალს | "ვიტინია და ნევეში არ იყიდებიან - ისინი ხელშეუხებლები არიან"
სატრანსფერო ბაზარზე დიდი ომი იწყება. პარი სენ-ჟერმენმა მადრიდის რეალის ოფიციალური შეთავაზება ვიტინიასა და ჟოაუ ნევეშის ტრანსფერებზე კატეგორიული უარით გაისტუმრა. პარიზული კლუბის პასუხი მტკიცეა - არცერთი მათგანი არ იყიდება.
🚨🚨| JUST IN: PSG reject Real Madrid's approach for Vitinha and João Neves, 𝐍𝐎𝐓 𝐅𝐎𝐑 𝐒𝐀𝐋𝐄. ❌🇵🇹
— CentreGoals. (@centregoals) June 5, 2026
Sources close to PSG state the club won't entertain offers for either midfielder, even a reported €150m bid.
[@La_SER] pic.twitter.com/DuY3amxL9f
კლუბთან დაახლოებული სანდო წყაროები ადასტურებენ, რომ პსჟ მზად არ არის, საერთოდ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ მოთამაშეების გაშვებაზე. პარიზელებმა უარი თქვეს ასტრონომიულ, 150-მილიონიან შეთავაზებაზეც კი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ფრანგული გრანდი ფინანსურ დათმობებზე წასვლას არ აპირებს.
ეს გადაწყვეტილება სრულიად ლოგიკურია, რადგან ვიტინია და ჟოაუ ნევეში პსჟ-ს ნახევარდაცვის ხერხემალს და მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენენ. ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში ამ პორტუგალიურ დუეტს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და კლუბის ხელმძღვანელობას კარგად მოეხსენება, რომ მათი ჩანაცვლება მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია. მადრიდის რეალმა, რომელიც შუა ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავდა, პარიზიდან მკაფიო და ცივი უარი შეუთვალეს.
პსჟ-ს ეს ნაბიჯი სრულიად გასაგებია, რადგან დღევანდელ ფეხბურთში პორტუგალიელი ფეხბურთელები შუა ხაზში საუკეთესოებად მიიჩნევიან. მათ უმაღლეს დონეზე დაიმკვიდრეს თავი, რაც შედეგებზეც პირდაპირ აისახება.
ვიტინიასა და ნევეშის კლასზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მათ კარიერაში უკვე ორჯერ აქვთ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, მათი ტანდემი კი პარიზელთა ნახევარდაცვას ფაქტობრივად გაუვალ ციხესიმაგრედ აქცევს. ლუის ენრიკესთვის ამ ოქროს დუეტის შენარჩუნება პრინციპული საკითხი იყო და როგორც ჩანს, ნასერ ალ ხელაიფი მზად არის, რომ ისინი კლუბში კვლავ და თან დიდი ხნით დატოვოს.