ქართველები ლიგა 1-ში | როგორი მდგომარეობაა სატურნირო ცხრილში
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ში ყველა მატჩი ერთ დროს გაიმართა, ამიტომ სამივე ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ითამაშა. "ლიონი" "მონაკოსთან" 2:0 დამარცხდა და ევროთასებზე გასვლის შანსი ძალიან შეუმცირდა, ყველაფერი შემდეგ შეხვედრაში გადაწყდება.
გიორგი მიქაუტაძე მატჩში 76-ე წუთზე ჩაერთო.
"ლიონს" 54 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 17 მაისს 23:00 საათზე "ანჟეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
🔚 Fin du match...
— Olympique Lyonnais (@OL) May 10, 2025
2-0 #ASMOL pic.twitter.com/1HaVDlZVo3
33-ე ტურში "სენტ-ეტიენმა" "რეიმსი" 0:2 დაამარცხა და ლიგა 1-ში დარჩენის შანსი დაიტოვა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
"სენტ-ეტიენს" 30 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. ზურიკოს გუნდი მომდევნო, უმნიშვნელოვანესს შეხვედრას 17 მაისს "ტულუზას" წინააღმდეგ გამართავს.
90e+3 : Il fallait gagner, c’est fait. Les Verts doivent désormais patienter pour connaître l’issue de cette avant-dernière journée ! 😤
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) May 10, 2025
🔴 0-2 💚 #SDRASSE pic.twitter.com/8OnBHUUpWN
როგორც უკვე გითხარით დღეს ასევე ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენმაც", მაგრამ რადგანაც პარიზელებისთვის ეს მატჩი მათთვის არაფერს წყვეტდა, ლუის ენრიკემ გუნდი მოედანზე გადახალისებული შემადგენლობით გაიყვანა და მეტოქე დიდი ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
"პსჟ" მომდევნო შეხვედრას 17 მაისს 23:00 საათზე "ოსერის" წინააღმდეგ გამართავს.
ლიგა 1-ის სატურნირო მდგომარეობა ბოლო ტურის წინ