ლუის ენრიკე: ,,ეს უდავოდ ყველაზე რთული საჩემპიონო ტიტული იყო იმ სამს შორის, რომელიც აქ მოვიპოვე''
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლანსთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან ლანსი ამ მატჩში მეტს იმსახურებდა. თუმცა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ის დონე და ამბიცია, რომელიც ამ სეზონში პირველ ადგილზე დასასრულებლად არის საჭირო.
ასეთი ტიპის მატჩებში თამაში რთულია. ჩვენ 99%-ით ჩემპიონები ვიყავით და ვცდილობდით გვეფიქრა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩი იყო... და ეს მართლაც ასეა.
ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ეს უდავოდ ყველაზე რთული საჩემპიონო ტიტული იყო იმ სამს შორის, რომელიც აქ მოვიპოვე. ლანსმა შესანიშნავი ჩემპიონატი ჩაატარა. დღეს დიდი მატჩი იყო, რადგან მომავალ სეზონში ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებით. ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ.
ახლა არაფერი იცვლება. ჩვენ ვფიქრობთ 30 მაისის მიზანზე. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი თამაში დაგვრჩა და უნდა გადავწყვიტოთ, ვინ რამდენ წუთს ითამაშებს.'' - ლუის ენრიკე
პარი სენ ჟერმენმა ლიგა 1-ის გამოტოვებულ, 29-ე ტურის შეხვედრაში, უშუალო კონკურენტი, ლანსი 2:0 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონი მეთოთხმეტედ გახდა (ზედიზედ მეხუთედ).
პსჟ ლიგა 1-ის დასკვნითი ტურის მატჩს კვირას, 17 მაისს, პარიზთან სტუმრად გამართავს.
[📺 LIVE] 🇫🇷 #beINLigue1 #RCLPSG
— beIN SPORTS (@beinsports_FR) May 13, 2026
🎙️ Luis Enrique : "C'est le titre le plus difficile des trois que nous avons remporté !" pic.twitter.com/K67rOdabdz