Belive

ზედიზედ მეორედ: მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრების შემტევები, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

"მეცისა" და "ბორდოს" შემტევები საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში 32-ე და ახლა უკვე 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

"მეცმა" "პარიზთან" ფრედ - 1:1 ითამაშა - ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი სრულად ჩაატარა, პენალტი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი გაიტანა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა "ვალენსიენთან" სტუმრად მოგებულ დაპირისპირებაში მოედანზე (2:0) 81 წუთი გაატარა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებული 33 ტურის შემდეგ "ბორდო" 62 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო "მეცი" 59 ქულით მესამეა.

სხვა სტატიები