“ალ იტიჰადი ახალი გამოწვევაა – აქ მოსაგებად ვარ” – ბენზემა
ქარიმ ბენზემა კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება. ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ, ბენზემამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ალ იტიჰადში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. “ჩემთვის “ალ იტიჰადი” ახალი გამოწვევაა. მაღალი დონის ლიგაა […]
“ალეგრისა და მისი მოთამაშეების გამო ვწუხვარ” – ჟოზე მოურინიო
იტალიის სერია A-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, “იუვენტუსი” კვლავ დასაჯეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ბიანკონერის” 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც ტურინული გრანდი მე-7 პოზიციაზე ჩამოქვეითდა. “იუვენტუსი” დამნაშავედ ცნეს სატრანსფერო გადასახადების ხელოვნურად გაზრდაში. პროკურორი სასამართლოსგან კლუბის 11 ქულით დასჯას ითხოვდა. ტურინული გრანდის გარშემო შექმნილ ვითარებას ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მასიმილიანო ალეგრისა და მისი ფეხბურთელების გამო წუხს. […]
“ამ ბიჭებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა დადო” – ხვიჩა კვარაცხელია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც კვარა ერთა ლიგაზე მოახლოებული მატჩის წინ ნაკრებ გუნდში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. “როდესაც იგებ, რომ გამოძახებული ხარ და უნდა ჩახვიდე ეროვნულ ნაკრებში, ისეთი […]
“ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თქვენ ისტორია შექმენით” – ილიას ზუროსი | VIDEO
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო […]
“ამ გუნდით ვამაყობ” – მაკრონი დეშამს მხარდაჭერას უცხადებს
საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი, დიდიე დეშამს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, რომ სპეციალისტს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს. “ლე ბლე” მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. დეშამის კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. მაკრონი მწვრთნელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ითხოვს. მუნდიალის 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, საფრანგეთმა მაროკოს 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც არგენტინას დაუპირისპირდება. ნახევარფინალურ […]
“ანდების სასწაული” – კანიბალიზმი და სიცოცხლისათვის ბრძოლაში გატარებული 72 დღე
“პირველი ღამე ყველაზე კოშმარული აღმოჩნდა” – იხსენებს როი ჰარლი, რომელიც ერთ-ერთია ანდებში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 16 გადარჩენილ მგზავრს შორის. ზუსტად 50 წლის წინ, 1972 წლის 13 ოქტომბერს ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საბედისწერო დღეს, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ, მთელი მსოფლიო შეძრა, მაგრამ, მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ითქვას, რომ “ტრაგედია დაჩრდილა”… სრულიად მსოფლიოსათვის გაცილებით […]
“ანდრეამ მითხრა, რომ ის ფენომენალურია” – მანჩინი კვარაცხელიაზე
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და “ნაპოლის” ვარსკვლავი – ხვიჩა კვარაცხელია, ბრწყინვალე სეზონს ატარებს. კვარაცხელიას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებენ და რობერტო მანჩინი ერთ-ერთი უკანასკნელია, რომელმაც “კვარადონას” შესახებ ისაუბრა. La Gazzetta Dello Sport-ან საუბარში სახელოვანი იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას შესახებ ჯერ კიდევ 5 წლის წინ, მისი შვილისგან შეიტყო. “5 წლის წინ, მის შესახებ საუბრისას ჩემმა […]
“ანტირეკორდი” არსენალისა და ნიუკასლის მატჩში!
პრემიერ ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში, “არსენალისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირება შედგა. ლონდონში, “Emirates”-ზე გამართული მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩს საკმაოდ საინტერესო აფიშა უძღოდა წინ, რის გამოც გულშემატკივარს უხვგოლიანი და სანახაობრივი დაპირისპირების ხილვის იმედი ჰქონდა, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გუნდებმა ფანებს იმედები გაუცრუეს. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი “მეთოფეებისა” და მესამეადგილოსანი “ნიუკასლის” დაპირისპირებაში, შეიძლება ითქვას, […]
“არ ვიცი, რა ვთქვა” – ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე სტატისტიკა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “დალასისა” და “იუტას” დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 103:100 დასრულდა. “დალასის” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ლუკა დონჩიჩმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 35:28 წუთში, დონჩიჩმა 35 ქულის, 5 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. NBA-ის მიმდინარე სეზონი ახალი დაწყებულია. “დალასმა” მხოლოდ 7 მატჩი გამართა და დონჩიჩმა […]
“არავინაა მისი შემჩერებელი” – რას წერს მსოფლიო პრესა კვარას შესახებ?!
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, “აიაქსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შედგა. ამსტერდამში, ლეგენდარული “იოჰან კრუიფის” სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით, 1:6 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი აიაქსთან ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსს გაუტანა ნაპოლიმ სტუმრად აიაქსი გაანადგურა ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ იტალიელი გულშემატკივრების რეაქცია ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე კვარას გამორჩეული ასპარეზობა გავლენიან […]
“არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს” – მოსკოვში შენგელიას უფრთხიან
“არასდროს მინახავს ათი მოთამაშე ერთს ძლივს უმკლავდებოდეს”, – მოსკოვში მხეცი ჩადის. თორნიკე შენგელია – ნამდვილი ქართველი, “ცსკას” რისხვა. ადამიანი, რომელმაც კირილენკო კარიერის დასრულების თაობაზე დააფიქრა. ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალურ სერიაში “ცსკა” “ბასკონიას” დაუპირისპირდება. “ცსკას” კალათბურთელებს ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება მოუწევთ. ლიდერი და კაპიტანი – თორნიკე შენგელია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო 4 ნომერია.
“არაფერია გამორიცხული” – ხავი მესის შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბრობს
არგენტინელი სუპერვარსკვლავისა და “ბარსელონას” 17 წლიანი ურთიერთობის დასრულება კატალონიური გრანდის მძიმე ფინანსურმა მდგომარეობამ განაპირობა. 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე, მესი “პარი სენ-ჟერმენს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მესისთვის ისევე, როგორც “ბლაუგრანას” წარმომადგენლებისა და გულშემატკივრებისათვის “ბარსელონას” რიგებში გატარებული ეპოქალური წლების დასრულება მძიმე აღმოჩნდა. მესიმ ლიგა 1-ის 26 მატჩში 6 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა – ოქროს ბურთის […]