Belive

უოტფორდი მარცხს გადაურჩა - გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-20 ტურის მატჩში უოტფორდი ბოლოადგილოსან შეფილდ უენსდის დაუპირისპირდა და მარცხს 97-ე წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა. შეხვედრა, რომელშიც მასპინძლებს არაერთი მომენტი ჰქონდათ 1:1 დასრულდა.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა და მეორე მატჩია უოტფორდის ძირითად შემადგენლობაშია. ლონდონური კლუბის ქართველმა ლეგიონერმა 69 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც შეცვალეს.

მოედანზე ყოფნის განმავლობაში, ჩაკვე ბურთს 47-ჯერ შეეხო და 20 ზუსტი პასი შეასრულა. ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი ორჯერ აართვა და მოწინააღმდეგის სახიფათო ზონაში 5 გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძის თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა ვებგვერდებმა განსხვავებულად შეაფასეს:

  • Flashscore: 6.6

  • Sofascore: 6.1

  • Whoscored: 6.4

ჩემპიონშიპის 20 ტურის შემდეგ, უოტფორდი 28 ქულით, მე-11 პოზიციაზეა. ლონდონელები მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, რექსჰემთან გამართავენ.