Goat India Tour | მესი ინდოეთში 21-მეტრიანი ქანდაკების გახსნას დაესწრება
13 დეკემბერს, ლეო მესი ინდოეთში გაემგზავრება, სადაც "Goat India Tour"-ის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია კალკუტაში დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც გულშემატკივრების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთის ამ ისტორიულ ქალაქში ლეო მესი პირადად გახსნის თავის საპატივსაცემოდ აღმართულ 21-მეტრიან ქანდაკებას.
ლეო მესის ტურნე რამდენიმე დღეს გაგრძელდება. 13 დეკემბერს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი კალკუტასა და ჰიდერაბადს ეწვევა. 14 დეკემბერს მესი მუმბაის მოინახულებს, ხოლო 15 დეკემბერს, ტურნე დელიში დასრულდება.
ღონისძიებაზე უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები იქნება მიღებული, რადგან გულშემატკივართა ურიცხვ რაოდენობას ელიან - მათთვის, ვისაც უოცნებია, რომ მესის ოდესმე პირადად შეხვედროდა, ეს ცხოვრებისეული შესაძლებლობაა. სტუმრებს შეეძლებათ ხელი ჩამოართვან მესის, მოკლედ გაესაუბრონ და გადაიღონ ჯგუფური ფოტო (თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 6 წევრი).