Belive

საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

17 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მარტში 2 საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. ჯვაროსნები 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს, ლიეტუვის ნაკრებს ესტუმრებიან.

ორივე ახანაგური მატჩი უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია. ტურნირი სექტემბერში დაიწყება. ჯვაროსნები უეფას ერთა ლიგის B-ლიგაში ითამაშებენ. მეტოქეები კი 12 თებერვალს, ბრიუსელში გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.

ფოტო: nakrebi.ge