ყაზახური მედია - "გიორგი ზარიამ კაირათის მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა"?!
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაირათსა და ოლიმპიაკოსს შორის გამართული მატჩი უკანასკნელი იყო, რომელშიც გიორგი ზარიამ ყაზახური კლუბის მაისური მოირგო.
Vesti-ს ცნობით, გიორგი ზარიას მოქმედი კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება კლუბსა და ფეხბურთელს შორის კი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები არ გამართულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ლეგიონერი კაირათს დატოვებს.
გიორგი ზარიას კაირათთან კონტრაქტი კვლავ არ გაუხანგრძლივებია, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით ზამთრის შესვენებაზე კლუბს დატოვებს.
კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე არაფერს ამბობენ, მოქმედი კონტრაქტი კი დეკემბერში იწურება - ამიტომ, ოლიმპიაკოსთან გამართული მატჩი შესაძლოა უკანასკნელი იყოს, რომელშიც ზარია ალმატის კლუბის მაისურით ვიხილეთ. - vesti.kz
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზარიას დამატებით რამდენიმე ყაზახური კლუბი ინტერესდება, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია. ქართველი ნახევარმცველი კაირათს 2024 წელს შეუერთდა და ყაზახეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა.