Belive

მარსელინო: "ძალიან იმედგაცრუებული ვარ"

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, საშინაო კედლებში კოპენჰაგენთან წაგების (2:3) შემდეგ, ვილიარეალის მთავარი მწვრთნელი, მარსელინო საუბრობს.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. იმედი გვქონდა, რომ მეექვსე მატჩი მომხიბვლელი გამოდგებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ეს ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. ძნელია ამ გარემოების მიღება, მაგრამ დროთა განმავლობაში, უკეთ გავაცნობიერებთ", - ამბობს მარსელინო.

გიორგი მიქაუტაძის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ქულათა მინიმალური რაოდენობით 35-ე პოზიცია უკავია და შემდეგი მატჩი ამსტერდამის აიაქსთან, 2026 წლის 21 იანვარს უნდა გამართოს.

სხვა სტატიები