Belive

ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი: "იეგოიანი გუნდს სოლიდურ ფინანსურ სარგებელს მოუტანს"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, მარიო ბინი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ირაკლი იეგოიანი მალე გუნდს შეიცვლის და ექსელსიორს დიდ ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

"ირაკლი იეგოიანი მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ის ექსელსიორს ლიდერობს. ქართველი ამას გასულ სეზონშიც აკეთებდა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო თვალსაჩინოდ. ის ყოველ კვირას კარგად თამაშობს და მისი კრეატივი შედეგს იძლევა.

ტილბურგთან გამარჯვების შემდეგ, მას უკვე ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ის ექსელსიორს მსხვილ სატრანსფერო თანხას მოუტანს", - ამბობს მარიო ბინი.

ახალ სეზონში 22 წლის ქართველ ფეხბურთელს 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, მისი გუნდი კი 4 ტურის შემდეგ დაგროვებული 9 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები