Belive

კოკე: "გიორგი ქოჩორაშვილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სევილიას ვეტერანი მცველი და კაპიტანი, კოკე საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ, მას ანდალუსიური გუნდისთვის ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია.

"გიორგი ქოჩორაშვილს ძალიან კარგი ზრდის პოტენციალი აქვს. 

ქართველ ფეხბურთელს ლისაბონში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, მაგრამ სევილიაში ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს, მისმა ტრანსფერმა გამახარა", - კოკე.

კოკე სევილიაში 2011-დან 2015 წლამდე თამაშობდა და 173 მატჩში 15 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მან ზედიზედ სამჯერ ევროპა ლიგის მოგება შეძლო.

გიორგი ქოჩორაშვილმა სევილიას შემადგენლობაში ამ სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ვალენსიასთან გამარჯვების მომტანი საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები