Belive

დებიუტანტის ტრავმა: ნაკრებს 2 ფეხბურთელი ემატება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ახალი სეზონის წინ, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს დებიუტანტი, ოთო მამაგეიშვილი გამოაკლდა. 23 წლის ფეხბურთელი ნაკრების შეკრებას ტრავმის გამო ტოვებს.

ოთარ მამაგეიშვილის ნაცვლად საქართველოს ნაკრებში ვლადიმერ მამუჩაშვილი და საბა ლობჟანიძე არიან გამოძახებულები.

საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას 25 სექტემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები