Belive

სატესტო მატჩი და სანახაობრივი გოლი | თორნიკე კვარაცხელია ბაიერნში სინჯებზე იმყოფება

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრის, თორნიკე კვარაცხელიას დამატებას გეგმავს.

ხვიჩა კვარაცხელიას 16 წლის ძმის გადაბირება დინამო თბილისის აკადემიიდან ბავარიულ გრანდს აინტერესებს.

ამჟამად, თორნიკე კვარაცხელია გერმანულ გრანდში სინჯებზე იმყოფება და 17-წლამდელთა გუნდში უკვე სატესტო მატჩიც ჩაატარა. კლაუს აუგენტალერის გლობალური აკადემიის პირისპირ მატჩში ბაიერნის ასაკობრივმა გუნდმა 3:1 იმარჯვა, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა კი სანახაობრივი გოლის გატანა მოახერხა.

"რადგან საქართველო ევროკავშირის წევრი არ არის, კვარაცხელიას მიუნხენში გადასვლა მხოლოდ 18 წლის ასაკში შეუძლია. იქამდე, მიუნხენელებმა შესაძლებელია ის იჯარით გაუშვან.

2018 წელს, უფროსი ძმის, ხვიჩას ტრანსფერი მსგავსი პრობლემის გამო ჩაიშალა. პსჟ-ს ამჟამინდელი ვარსკვლავი მარკო ნეპეს თხოვნით ბაიერნის სავარჯიშო მოედანზე საცდელად მიიყვანეს. ბაიერნს მასთან ხელშეკრულების გაფორმება სურდა, მაგრამ იმ დროს ის მხოლოდ 16 წლის იყო და შესაფერისი იჯარით გასაშვები კლუბი ვერ მოიძებნა. ამრიგად, მიუნხენში გადასვლა ვერ განხორციელდა", - წერს Bayern & Germany X-ზე.

თორნიკე კვარაცხელია დინამო თბილისის ძირითად გუნდში ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ დააწინაურა.

სხვა სტატიები