გიორგი მიქაუტაძე კოპენჰაგენთან მატჩში ძირითად შემადგენლობაშია
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის, ლიგის ფაზის მეექვსე ტურში, ვილიარეალი კოპენჰაგენს შეხვდება.
ესპანური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, რომელთან ერთადაც გუნდის შემადგენლობა ასეთია:
ვილიარეალი: ლუის ჟუნიორი, პაუ ნავარო, რაფა მარინი, რენატო ვეიგა, ალფონსო პედრასა, ტაიონ ბუკანანი, სანტი კომესანა, პაპე გეიე, ალბერტო მოლეირო, ნიკოლას პეპე, გიორგი მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: მარსელინო.
ვილიარეალმა კოპენჰაგენს ლა სერამიკაზე, 10 დეკემბერს უნდა უმასპინძლოს. მატჩი თბილისის დროით 21:45 საათზე უნდა დაიწყოს.