Belive

არნე სლოტი: "მამარდაშვილი ალისონს მშვენივრად ცვლის, მაგრამ, გადაწყვეტილებას მე ვიღებ"

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი, არნე სლოტი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის და მისი ალისონთან კონკურენციის შესახებ საუბრობს.

"ჩემთვის ალისონის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება გასაკვირი არ ყოფილა. მართალია, რომ გასულ სეზონში ასოციაციის თასზე სხვა არჩევანი გავაკეთეთ.

ჩვეულებრივ, ჩემთვის ლიგის თასი ის ტურნირია, რომელზეც მეორე მეკარე თამაშობს ხოლმე. ასოციაციის თასის საწყის რაუნდში გიორგიმ ითამაშა, ახლა კი გადაწყვეტილებას მე ვიღებ და კარის დაცვა ალისონს ვანდე. ვაფასებ ყველა იმ მატჩს, რომელშიც ის გიორგის დაეხმარა.

ამ მატჩში გადავწყვიტე, რომ ალისონი დამეყენებინა, რითაც ბუნებრივია, რომ გიორგი იმედგაცრუებული იქნება, რადგან ის ძალიან კარგი მეკარეა და მშვენივრად ცვლის ალისონს", - ამბობს არნე სლოტი.

გიორგი მამარდაშვილს ამ სეზონში, ლივერპულის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ლივერპულის 11 მატჩში აქვს ნათამაშები და 3-ჯერ კარის უსაფრთხოება მშრალად აქვს შენახული.

სხვა სტატიები