Belive

"მატჩიდან მატჩამდე უმატებენ" - კიოლნის მწვრთნელი ლოჩოშვილსა და მის მეწყვილეზე საუბრობს

13 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კიოლნის მთავარი მწვრთნელი, რენე ვაგნერი, საქართველოს ნაკრებისა და თავისი გუნდის ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის შესახებ საუბრობს. 

"ჯამაი სიმპსონ-პიუსი და ლუკა ლოჩოშვილი ერთმანეთს სულ უფრო უკეთ ეწყობიან: გლადბახთან მატჩში მათ არაერთი საგოლე მომენტი განმუხტეს. ისინი ყოველ თამაშში წინ მიიწევენ. თუმცა, გვსურს, მთლიან გუნდს დაცვაში სტაბილურობა კიდევ უფრო მეტად შევუნარჩუნოთ", - ამბობს ჩეხი მწვრთნელი.

საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელს ნიურბერგში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და კარიერის ყველაზე შედეგიანი გათამაშებაც ჩაატარა, რადგან მეორე ბუნდესლიგაში 5 გოლის გატანა მოახერხა. კიოლნი 5 ტურის შემდეგ 7 ქულით ბუნდესლიგაში მე-10 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები