Belive

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 2 საფეხურით დაქვეითდა

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრები სექტემბერისა და ოქტომბრის მატჩების შემდეგ, ფიფას რეიტინგში დაქვეითდა.

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის საწყის 4 მატჩში საქართველოს ნაკრებმა 2 ფრე ითამაშა და 2 შეხვედრა წააგო, რის შემდეგაც მსოფლიოს რეიტინგში 72-ე პოზიციიდან 74-ე პოზიციამდე დაქვეითდა.

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ისკანდიისა და იორდანიის ნაკრებებმა გაასწრეს.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს 2 ქულა აქვს მოპოვებული და მესამე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი უნგრეთთან 14 ნოემბერს გამართავს.