"900 000 ევრო და იჯარა" - ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთში გააგრძელებს
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას სუპერ ლიგაში გააგრძელებს.
"გიოზთეფემ, საბერძნეთის პაოკის 27 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი 900 ათასი ევროს ღირებულებით, იჯარით დაიმატა.
გიოზთეფეში ახალი სეზონის სატრანსფერო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მრავალ პოზიციაზე გაძლიერების შემდეგ, იზმირულმა კლუბმა მეკარის პოზიციაც დააკომპლექტა.
მატეუშ ლისის წასვლის შემდეგ, კარის გამოცდილი მოთამაშით გაძლიერების მსურველმა "ყვითელ-წითლებმა", ბერძნული პაოკის 27 წლის ქართველ მეკარესთან, ლუკა გუგეშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიოზთეფე გუგეშვილს 900 ათასი ევროს სანაცვლოდ იჯარით აიყვანს, ხოლო ხელშეკრულებაში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი არ იქნება.
მხარეებს შორის ბოლო დეტალების დაზუსტების შემდეგ, ტრანსფერი უახლოეს პერიოდში ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს", - წერს star.com.tr.
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას დინამო თბილისის აკადემიაში იწყებდა. 27 წლის ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში გორის დილაში, პოლონურ იაგელონიასა და პოდლასიეში, ესპანურ გრანადაში, აზერბაიჯანულ ყარაბაღსა და ბერძნულ პანსერაიკოსში თამაშობდა. გასული სეზონის წინ, პაფოსმა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა.