Belive

"ამსტერდამელებს და მიქაუტაძეს ერთმანეთი აღარ აინტერესებთ" - ნიდერლანდურ მედიაში ტრანსფერს ვარაუდობენ

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ნიდერლანდური მედია საშუალება Voetbal International ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გიორგი მიქაუტაძესა და ამსტერდამის "აიაქსს" შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდება.

"ამსტერდამიდან "მეცში" დაბრუნებულმა "მეფე ჟორჟმა" გოლების გატანა მალევე მოახერხა, მაგრამ ის სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს შეიცვლის. ამსტერდამელებს მიქაუტაძის სამსახური აღარ სჭირდებათ და არც თავად ფეხბურთელს სურს გუნდში დაბრუნება. "მეცს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეუძლია", - წერს ნიდერლანდური მედია.

soccernews.nl იმასაც ვარაუდობს, რომ მიქაუტაძეს სავარაუდოდ ლიგა 1-ის ან სხვა მაღალი დონის ჩემპიონატის ძლიერ გუნდში ვიხილავთ.

ქართველ ფეხბურთელს ბრწყინვალე სეზონის მეორე ნახევარი აქვს. ლიგა 1-ის 2023/24 წლების სეზონში ნათამაშებ 16 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. მისი გუნდი 30 ტურის შემდეგ დაგროვებული 29 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას ერთი საფეხურით აღემატება. მომდევნო მატჩი ქართველის გუნდს 28 აპრილს, "ლილთან", საშინაო კედლებში ელოდება.

სხვა სტატიები