ისრაელის ნაკრების მწვრთნელი: "ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ"
9 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, ისრაელის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, რან ბენ-შიმონი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციის დროს საუბრობს.
"მართალია ეს ამხანაგური მატჩია, მაგრამ არ გვიკვირს, რომ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძლიერი შემადგენლობა გამოიძახა. ისრაელში მეტოქეს ჩვენც ასე დავხვდებოდით.
საქართველოში მეც და ჩემი ნაკრების ბევრი წევრი ხშირად ვყოფილვართ და აქ გვითამაშია კიდეც.
ორივე გუნდი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. მატჩისთვის მზად ვართ. ახალი ფეხბურთელები გვყავს. ვცდილობთ ახალი სქემები შევიმუშავოთ", - ამბობს რან ბენ შიმონი.
საქართველოს ნაკრები ისრაელს 25 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.