ევროპა ლიგა: ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
უეფას ევროპა ლიგის ახალი სეზონის ლიგის ფაზის წილისყრა 28 აგვისტოს, მონაკოში გაიმართა და 36-მა გუნდმა თავისი 8-8 მეტოქე უკვე გაარკვია.
რანგით მეორე ევროპული ტურნირის ლიგის ფაზაში ერთადერთი ისეთი გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის შტურმის მეტოქეები ლიგის ფაზაში შემდეგი გუნდები იქნებიან:
მარსელი (შინ)
აზ ალკმაარი (სტუმრად)
რენი (შინ)
დინამო ზაგრები (სტუმრად)
ცელიე (შინ)
ბორნმუთი (სტუმრად)
კრეტას ოფი (შინ)
ჰოფენჰაიმი (სტუმრად)
ლიგის ფაზის კალენდარი ცნობილი 29-30 აგვისტოს გახდება.
სხვა სტატიები
"ამ ფასად მიქაუტაძე შესანიშნავი ვარიანტია" - ესპანელი ჟურნალისტები ბარსელონას მიქაუტაძის ტრანსფერს ურჩევენ
1 კვირის წინ ქართული სპორტი
"ბრუნდება ის, ვისაც შტურმის თამაშში სინათლის შეტანა შეუძლია" - კიტეიშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშა
22 საათის წინ ქართული სპორტი