"დაცვის ლიდერის სტატუსი მოიპოვა" - გერმანულ მედიაში ლოჩოშვილის დებიუტს ეხმაურებიან
18 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გერმანული მედია ბუნდესლიგის ახალ სეზონში, კიოლნის შემადგენლობაში ლუკა ლოჩოშვილის წარმატებული თამაშის შესახებ საუბრობს.
"გუნდს შემოუერთდა ლუკა ლოჩოშვილი, მარცხენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველი, რომელმაც მაშინვე დაიმკვიდრა ახალი დაცვის ლიდერის ადგილი. ქართველმა მცველმა ავტორიტეტული თამაშით თავისი მნიშვნელობა პირველივე ტურიდან, ჰოფენჰაიმთან თამაშშივე დაამტკიცა. ორ ახალ მარცხენა მცველთან ერთად, კიოლნის უკანა ხაზი შესამჩნევად უფრო სტაბილური გახდა", - წერს koeln.t-online.
კიოლნმა სეზონის საწყისი ორივე მატჩი მოიგო, გერმანიის თასზეც და ბუნდესლიგაშიც, ლუკა ლოჩოშვილმა კი 82 და 90 წუთი ითამაშა.