პირველად ოლიმპიადის შემდეგ - 36 წლის ტედი რინერი ტატამს უბრუნდება
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მესამე ოლიმპიური ოქროს შემდეგ, 36 წლის ტედი რინერი ტატამზე პირველად, 19 ოქტომბერს, გვადალახას გრან პრიზე გამოჩნდება.
ტედი რინერი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაშია და მან თავად განაცხადა, რომ მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, სურს ასპარეზობა შედარებით სუსტ შეჯიბრზე დაიწყოს, შემდეგ კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
მექსიკის (გვადალახას) გრან პრი 17-19 ოქტომბერს გაიმართება, სადაც საფრანგეთის ნაკრები 13 სპორტსმენით წარდგება.
შემადგენლობა
60 კგ - ენცო ჯინი, მაქსიმ მერლინი
66 კგ - დაიკი ბოუბა, ვენდ-იამ რომარიც ბოუდა
81 კგ - ბენჟამინ აქსიუსი
+100 კგ - ტიმან დიაბი, ტედი რინერი
ქალები:
52 კგ - ლეა მეტრო, იულიე მორი დიტ უეილი
57 კგ - ამანდინ ბუშარი, ოპელიე ველოცი
63 კგ - რანია დრიდი
78 კგ - კაილა ისოუფი.
ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება (3-ჯერ ინდივიდუალურად, 2-ჯერ გუნდურ შეჯიბრში).
შეგახსენებთ, რომ გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.