Belive

აკაკი ჯაფარიძე: "ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა"

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის ღონისძიების დროს, რომელშიც ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე და გერმანელი ტიმო კაველიუსი მონაწილეობდნენ, სერიოზული ინციდენტი მოხდა - სიტუაცია ასე განვითარდა, მას შემდეგ, რაც კაველიუსმა მატჩი იპონით მოიგო მან გამარჯვება ემოციურად იზეიმა და ქართველი ძიუდოისტის პროვოკაციაზე წამოგება სცადა, რაც მას გამოუვიდა და ჯაფარიძემ ამის გამო გერმანელ სპორტმენს რამდენჯერმე მუშტი დაარტყა და ყბა ორ ადგილას მოტეხა.

ამ ფაქტის შესახებ, 24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა სოციალურ ქსელში პირველი კომენტარი გააკეთა.

"ნებისმიერი სახის ფიზიკური აგრესია სპორტში მიუღებელია.მომხდარზე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ - თუმცა, მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს ინციდენტი სპორტული მარცხით გამოწვეული ემოციის შედეგი არ ყოფილა.

ჩემს კარიერაში გამარჯვებასთან ერთად მარცხიც ყოფილა,(უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებში)გამარჯვებასთან ერთად, წაგებაც ღირსეულად მიმიღია და არასდროს ყოფილა მარცხი იმის მიზეზი, რომ მოწინააღმდეგის მიმართ აგრესია გამომევლინა.

მიზეზი სხვა იყო - უშუალოდ მეტოქის მხრიდან როგორც სიტყვიერი,ასევე ჟესტიკულაციით შეურაცხმყოფელი ქმედება,რაც ასევე სრულიად მიუღებელია სპორტში და სპორტული ეთიკის ფარგლებში.

პირველ რიგში მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქართველისთვის და კაცისთვის.
მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს." - აკაკი ჯაფარიძე

ჯერ ჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის ქართველი ძიუდოისტის ასეთ არასპორტულ ქმედებას - ჯაფარიძე ტურნირიდან მოკვეთეს, ხოლო გერმანიის ძიუდოს ფედერაციამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო. მომხდარს ასევე შეისწავლის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია და ევროპის კავშირი.