Belive

"ილია თოფურია გეიჯისთან რემატჩს არ იმსახურებს" - ბელალ მუჰამადი

4 დღის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამადი მიიჩნევს, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ დაუყოვნებლივ რემატჩს არ იმსახურებს. მუჰამადის თქმით, ამერიკელმა ქართველი მებრძოლი გატეხა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თოფურიას დაბრუნებისთვის კი ყველაზე ლოგიკურ მეტოქედ პადი პიმბლეტს მიიჩნევს.

რას ვფიქრობ ამაზე? არამგონია ილია რემატჩს იმსახურებდეს. დიდებული ბრძოლა იყო, მაგრამ მან გაიძულა ჩხუბი გაგეჩერებინა. გეიჯიმ თოფურია გატეხა. ეს ნათელი გადაწყვეტილება იყო, არც გაყოფილი ან რაიმე მსგავსი.

თოფურია დაბრუნებაზე უკვე საუბრობს და ამბობს, რომ უკეთესი იქნება. მოდი, სხვა ჩხუბს მოგცემთ - პადი პიმბლეტი. ჩემი აზრით, მასთან ჩხუბი ყველაზე დიდ აზრს ატარებს. - ამბობს ყოფილი ჩემპიონი

ჯერ ოფიციალური არაფერია, თუმცა, ჭორები დადის, რომ გეიჯისთან ჩხუბზე საუბრები უკვე დაიწყო. ამის შესახებ UFC-ს კომენტატორმა და ჟურნალისტმა ჯონ ანიკმა ისაუბრა.

სხვა სტატიები