Belive

"ილიას საკუთარი ძალები საუკეთესოების წინააღმდეგ არ გამოუცდია" - ალექს ვოლკანოვსკი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია და ალექს ვოლკანოვსკი იბრძოლებენ. ილია, რომელიც ამ დრომდე დაუმარცხებელია, ავსტრალიელის დამარცხებაში ძალიან დარწმუნებულია. ალექსი ამბობს, რომ მის მოწინააღმდეგეს მეტი თავმდაბლობა მართებს.

ილიას საკუთარი ძალები საუკეთესოების წინააღმდეგ არ გამოუცდია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც საკუთარ თავზე ამბობს მართალი არ არის. მისი დარტყმები გამარჯვების კარგი შანსია და სიმართლე გითხრათ, მას მხოლოდ ეს აქვს. ჩემი გამოცდილების და IQ-ს წყალობით ამ ბრძოლას მოვიგებ. ის ახალგაზრდა, საშიშია და მის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რამდენიმე კვირაში ეს ყველაფერი დასრულდება. - განაცხადა ალექს ვოლკანოვსკიმ

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ალექსის დაპირისპირება თბილისის დროით 18 თებერვალს გაიმართება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები