Belive

"მე MMA-ის ახალ თაობას წარმოვადგენ" - ილია თოფურია

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC Vegas 85-ზე მთავარ ბრძოლაში რომან დოლიძე და ნასურდინ იმავოვი დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ დოლიძე დამარცხდა და UFC-ში მესამე მარცხი იწვნია.

Apex-ში ქართველის საგულშემატკივროდ მერაბ დვალიშვილი, ალექსანდრე და ილია თოფურიებიც იყვნენ. ამ უკანასკნელმა კი UFC Espanol-თან ინტერვიუ ჩაწერა. რა თქმა უნდა, საუბარი მის მომავალ საჩემპიონო ბრძოლას დაეთმო, რომელიც ალექს ვოლკანოვსკის წინააღმდეგ ელის.

ვოლკანოვსკის პირველივე რაუნდში ნოკაუტით დავაფინიშებ.თუ ალექსი ჭიდაობას არ დაიწყებს, დიდი ალბათობით ჩვენი ბრძოლა ნოკაუტით დასრულდება. მას თვალებში შუქს ჩავუქრობ.

მე MMA-ის ახალ თაობას წარმოვადგენ. მე ამ სპორტს ყველა ასპექტში განვავითარებ: სტრაიკინგი, ჭიდაობა, გრეპლინგი. თავს ვოლკანოვსკიზე ბევრად სრულყოფილ და ეფექტურ ფინიშერად ვთვლი.

მის მხარეს გამოცდილებაა, ჩემს მხარეს კი ახალგაზრდული სისხლი. ახლა ჩემი დროა. ღმერთმა ეს მომენტი ჩემთვის მოამზადა. მარცხი არც კი განიხილება.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის ყველაზე რთული მოსამზადებელი პერიოდია, რადგან ყოველი ბრძოლისთვის მძიმედ ვემზადები. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ამ ჩხუბისთვის ყველაზე პროფესიონალურად ვემზადები. ჩემი მოწინააღმდეგის ღრმა ანალიზი გავაკეთეთ და ყველაფრისთვის მზად ვართ. - განახცადა ილია თოფურიამ

"მატადორის" მომავალი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება, რომელიც საჩემპიონო ქამრისთვის იქნება. ილიას მოწინააღმდეგე ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის ქამრისთვის იბრძოლებს.

სხვა სტატიები