Belive

რანთრი: "დვალიშვილმა სენდჰეგენთან ბრძოლამდე 5-რაუნდიანი სპარინგი გამართა"

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილის შესახებ უცნაური და საოცარი ისტორიები ბევრი გვსმენია. ხალილ რანთრიმ მათ სიას კიდევ ერთი შემატა. ამერიკელი მებრძოლი გვეუბნება, რომ საჩემპიონო ჩხუბამდე მერაბმა 5-რაუნდიანი სპარინგი გამართა.

რთულია ვთქვათ, რომ მერაბი განსხვავებულია დარბაზში, ვიდრე გალიაში. ახლა რასაც მოგიყვებით 100%-ით ნამდვილი ამბავია. 12 საათზე, ბრძოლის დღეს, 4 ოქტომბერს მერაბმა გალიაში 5 რაუნდი ისპარინგა. 5 სრული რაუნდი. ნახევარი დღეც არ იყო არენაზე მისვლამდე. მის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლამდე ასე მოიქცა. ბევრი ბიჭი სასტუმროში დარჩებოდა და საკუთარ აზრებთან განმარტოვდებოდა. მე არასდროს მინახავს ვინმე კორი სენდჰეგენთან ბრძოლის წინ 5 სრულ რაუნდს სპარინგობდეს. - განაცხადა ხალილ რანთრიმ

მერაბ დვალიშვილმა 4 ოქტომბერს კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მესამედ დაიცვა. კორის დამარცხების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში GOAT-ის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.

სხვა სტატიები