Belive

"ზუსტად ამიტომ მინდა მერაბისა და უმარის ჩხუბის ხელახლა ნახვა" - თიჯეი დილაშოუ

1 თვის წინ სხვა
1 წთ

JAXXON PODCAST-ში სტუმრობისას თიჯეი დილაშოუმ მერაბისა და უმარი რემატჩზე ისაუბრა. ლეგენდას ამ ჩხუბის ხელახლა ხილვა სურს და მიზეზსაც ასახელებს.

ჩემი აზრით, ბევრი ბიჭი შეცდომას უშვებს, როცა მერაბთან გდებას არ ცდილობს. უმარმა სცადა და ზუსტად ამიტომ მინდა მათი ჩხუბი კიდევ ერთხელ ვნახო. ეს ბიჭი მიწაზე უნდა გადაიყვანო და იქ გააჩერო. ვინმემ იცის მისი უნარები მიწაზე როგორია?

ჩვეულებრივ, ხალხს მოჭიდავე ბიჭების ბრძოლის ყურება ეზიზღებათ, მაგრამ მერაბის შემთხვევაში ეს არ მოხდება. ის ჩხუბებს გასართობს ხდის. რასაც მერაბი აკეთებს სახალისოა, არასდროს ჩერდება - ამბობს თიჯეი

შეგახსენებთ, რომ მერაბმა ბოლო ბრძოლა კორი სენდჰეგენთან გამართა და ქამარი მესამედ დაიცვა. რაც შეეხება უმარს, მას დვალიშვილთან წაგების შემდეგ არ უჩხუბია. ახლა ნურმაგომედოვი ბაუტისტასთან ბრძოლისთვის ემზადება, რომელსაც 25 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები