Belive

"ალექსანდრეს დაფინიშება მინდა და ამას გავაკეთებ კიდეც" - ბეკჟატ ალმახანი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურიას მომავალმა მეტოქემ ბეკჟატ ალმახანმა ალექსანდრეს შესახებ ისაუბრა. ყაზახ მებრძოლს მოწინააღმდეგის სუსტ მხარეებზე ჰკითხეს. როგორც ჩანს, ბეკჟატმა ალექსანდრეს სისუსტეები იცის და ამ ყველაფრის თავის სასიკეთოდ გამოყენებას აპირებს.

არ მინდა ამაზე ვისაუბრო, მაგრამ მისი სისუსტეების შესახებ ვიცი. ალექსანდრე ყველა ასპექტში კარგია. ძალიან ძლიერი და მრავალმხრივი მებრძოლია. ბევრი ადამიანი ჩემს ჭიდაობას შესაბამისად არ აფასებს. ჩემმა თანაგუნდელებმა, რომლებთან ერთადაც ყოველდღე ვვარჯიშობენ, იციან, რომ ჭიდაობაში თავდაჯერებული ვარ. თპფურიას დაფინიშება მინდა და გავაკეთებ კიდეც. - განაცხადა ალმახანმა

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრესა და ბეკჟატის ჩხუბი 22 ნოემბერს კატარში გაიმართება. ალექსანდრეს UFC-ში ერთი ბრძოლა აქვს, რომელიც მოიგო. ალმახანი კი, UFC-ს ოქტაგონზე ორჯერ შევიდა და ერთხელ გამარჯვებაც მოიპოვა.

სხვა სტატიები