Belive

"თუ დაბრუნება მართლა სურს, ამაზე თანახმა ვარ" - ჯასტინ გეიჯი

2 დღის წინ სხვა
1 წთ

პადი პიმბლეტის დამარცხების შემდეგ, ჯასტინი გეიჯი მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. ტიტულის დასაცავ ამერიკელს ილია თოფურიასთან ჩხუბი მოუწევს, რომელის უდავო ჩემპიონის ქამარს ფლობს.

მიუხედავად ამისა, ჯასტინმა საინტერესო განცხადება გაავრცელა. ის ამბობს, რომ პორიესთან მესამე ჩხუბზე თანახმაა. შეგახსენებთ, რომ დასტინმა კარიერა დაასრულა.

თუ დასტინს დაბრუნება მართლა სურს და UFC-ც თანახმა იქნება, ვიჩხუბებ. მაგრამ, მე წინსვლაზე ვარ ორიენტირებული და არა უკან დაბრუნებაზე. მე ჩემი მიზნები მაქვს, რომელსაც მივდევ და ჩემი ყურადღებაც მათკენ არის მიმართული. - ჯასტინ გეიჯი

გეიჯი და პორიე ერთმანეთს პირველად 2018 წელს შეხვდნენ, სადაც "ბრილიანტმა" მეოთხე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. რაც შეეხება მეორე ჩხუბს, გეიჯი რევანში აიღო და პორიე მეორე რაუნდში პირველივე წუთზე დაასრულა.

სხვა სტატიები