"ილია და ისლამი ყველაზე ელიტური მებრძოლები არიან" - დენიელ კორმიე
2 საათის წინ
სხვა
1 წთ
დენიელ კორმიე ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევს UFC-ში საუკეთესო მებრძოლებად თვლის. ამერიკელი ამბობს, რომ ორივენი ძალიან ელიტური ათლეტები არიან და ზუსტად ამის გამო UFC-მ ეს ჩხუბი უნდა ჩანიშნოს.
ჩემი აზრით, ისლამი-თოფურიას ბრძოლაზე უკეთეს ჩხუბს UFC ვერცერთ წონით კატეგორიაში ვერ ჩანიშნავს. მხოლოდ იმიტომ, რომ ორივენი ელიტარული მებრძოლები არიან. არამგონია UFC-ში მათზე უკეთესი ორი მებრძოლი გამოვნახოთ. ამ ორის ჩხუბი საჭიროა. - განაცხადა დენიელ კორმიემ
DC says Islam vs Topuria is biggest fight right now:
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) March 15, 2026
"I think Islam vs Topuria might be the biggest and best fight the UFC can put on in any weight class— I don’t know if we have two better fighters in the UFC that deserve it."
Via @princestpizza_
pic.twitter.com/iF8FDlMOxd
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე მთავარ ჩხუბს გამართავს. მისი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის დაუპირისპირდება. ეს ჩხუბები 15 ივნისს შედგება.