Belive

გიჟური ნოკაუტი სნაიპერისგან | ამირან გოგოლაძემ სურდუ პირველივე რაუნდში გათიშა

23 საათის წინ სხვა
1 წთ

OKTAGON 86-ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრძოლა ქართველმა მებრძოლმა, ამირან გოგოლაძემ შემოგვთავაზა. თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ოქტაგონზე დაბრუნებულმა 'სნაიპერმა', მოლდოველი იონ (დრაკულა) სურდუ პირველივე რაუნდში, უძლიერესი მარჯვენათი 'დააძინა'.

ამირანი ამ ბრძოლამდე (17:3) რეკორდით მოვიდა და ეს მისი მე-18 გამარჯვებაა კარიერაში. ნაადრევად კი მოგება მეცხრედ იზეიმა.

30 წლის იონ „დრაკულა“ სურდუ ევროპული MMA-ის ელიტა და OKTAGON MMA-ს ყოფილი ჩემპიონია. მან კარიერა 2016 წელს დაიწყო და სწრაფად შეძლო როგორც ნახევრად მსუბუქ, ასევე საშუალო წონაში დომინირება.

სურდუსთან გამარჯვების შემდეგ, გოგოლაძე OKTAGON-ში სატიტულო ბრძოლას მიიღებს.

სხვა სტატიები