ორლანდომ მემფისი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 12 წუთი ითამაშა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა მემფის გრიზლისი 118:111 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 12:22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 5 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 30 ქულა ჯარენ ჯექსონმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი გაიფორმა პაოლო ბანკერომ - 26 ქულა, 13 მოხსნა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 მოგებით და 18 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 18 იანვარს, კვლავ მემფის გრიზლისის წინააღმდეგ ჩაატარებს.
WAGIC WIN🪄 pic.twitter.com/kn9vNW0rUb
— Orlando Magic (@OrlandoMagic) January 15, 2026