ორლანდო დეტროიტთან წინ გავიდა - ბითაძეს 2 ქულა ჰქონდა
17 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პლეი-ოფებში ორლანდო მეჯიქმა და დეტროიტ პისტონსმა მესამე შეხვედრა ჩაატარეს. ამჯერად მეჯიქმა შინ მიიღო პისტონსი და 113:105 დაამარცხა. ანგარიში სერიაში 2:1 გახდა და მეჯიქი ისევ წინაა.
გოგა ბითაძემ პარკეტზე 11 წუთი გაატარა - ქართველმა 3-ჯერ შეუტია კალათს და ერთხელ ჩააგდო. გოგამ 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ორლანდოელთა მხრიდან საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო, რომელსაც სამმაგამდე ერთი პასი დააკლდა - 25 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი.
სერიის მეოთხე თამაშს ისევ ორლანდო უმასპინძლებს და მატჩი 28 აპრილს შედგება.