Belive

ორლანდო ლეიკერსთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 18 წუთი ითამაშა

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით 104:105 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 18:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა ოსტინ რივზს, ხოლო ორლანდოდან 16 ქულით პაოლო ბანკერო გამოირჩა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 38 მოგებით და 32 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 24 მარტს, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები