Belive

ორლანდომ კლივლენდი დაამარცხა | გოგას კარგი მატჩი ჰქონდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პრე-სეზონის მე-3 შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა კლივლენდ კავალიერსი 132:116 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 18:30 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 14 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 20 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, 18 ქულა კი ტრისტან და სილვამ დააგროვა, კლივლენდელთა რიგებიდან ყველაზე მეტი 16 ქულა მელიკ თომასმა ჩააგდო.

ორლანდო მეჯიქი პრე-სეზონის ბოლო შეხვედრას 17 ოქტომბერს მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართავს, ამის შემდეგ კი ქართველი კალათბურთელის გუნდი რეგულარულ სეზონს დაიწყებს, მათი მეტოქე სადებიუტო მატჩში ატლანტა ჰოუკსი იქნება, დაპირისპირება 22 ოქტომბერს ჩატარდება.

სხვა სტატიები