ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 12 წუთი ითამაშა
4 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პრე-სეზონის მე-2 შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი კლივლენდ კავალიერსთან 105:119 დამარცხდა.
გოგა ბითაძემ 12:24 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 7 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, ორლანდელთა რიგებიდან 17 ქულით გამოირჩა ტრისტან და სილვა.
ორლანდო მეჯიქი რეგულარული სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ პრე-სეზონის მატჩს ჩაატარებს, მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს კვლავ კლივლენდის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 17-ში მაიამი ჰიტს დაუპირისპირდება. 22 ოქტომბერს კი მეჯიქისთვის უკვე ოფიციალურად რეგულარული სეზონი აიღებს სტარტს.