ორლანდომ ფილადელფია გაანადგურა | გოგა ბითაძეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ფილადელფია სიქსერსი 144:103 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 19:35 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (8-დან 5 ორქულიანი), 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა ენტონი ბლექმა ჩააგდო, 21 ქულა ფრანც ვაგნერს ჰქონდა. ფილადელფიელთა რიგებიდან 20 ქულით საუკეთესო ტაირის მაქსი იყო.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 8 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 29 ნოემბერს, დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართავს.