ორლანდომ მოიგო - გოგა ბითაძის სუპერმატჩი ნიუ ორლეანთან
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ნიუ ორლეანს უმასპინძლა და 10 ქულიანი სხვაობით 128:118 დაამარცხა.
მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ქართველმა ცენტრმა - გოგა ბითაძემ, რომელმაც ვენდელ კარტერის არყოფნა გუნდს არ დაატყო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, სადაც ორმაგი დუბლით გამოირჩა.
გოგა ბითაძემ მატჩში 32:06 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა და 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
გოგამ 9-დან 7 (78% სიზუსტე) ორქულიანი ჩააგდო, ხოლო მეტოქის ფარზე ბურთი 5-ჯერ მოხსნა.
Goga Bitadze vs. NOP:
— Orlando Magic (@OrlandoMagic) January 11, 2026
14 PTS
13 REB
7-10 FG
3 STL
2 BLK
+23 +/- pic.twitter.com/hwSYA8hu8Q
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 18 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 15 იანვარს, მემფისის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბერლინში ჩატარდება.
სტატიის ბოლოს კი გიტოვებთ გოგა ბითაძის ყველა მომენტსა და ორმაგ დუბლს ნიუ ორლეანთან.