Belive

გოგა ბითაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა - ქართველის გაცვლა დღითიდღე უფრო რეალურია

18 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ორლანდო მეჯიქის ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის ახალ გუნდზე ბოლო პერიოდში ხშირად იწერება, მსგავსი სტატია დღეს ClutchPoints-მაც შემოგვთავაზა. აღნიშნული სპორტული სააგენტოს წარმომადგენლის ბრეტ სიგელის ცნობით ორლანდო სამი კალათბურთელიდან ერთ-ერთის გაშვებას გეგმავს. მეჯიქი ტაიუს ჯონსის, გოგა ბითაძის და ჯონათან აიზეკის გაცვლაზე მუშაობს, მაგრამ წყაროს ინფორმაციით ჩამოთვლილი კალათბურთელებიდან ყველაზე დიდი ინტერესი ქართველმა გამოიწვია.

NBA-ს სხვადასხვა სპორტული სააგენტოს ცნობით სან ანტონიო სპურსი ერთ-ერთია, რომელიც გოგა ბითაძით დაინტერესდა, ქართველი ასევე არაერთხელ დაუკავშირეს ტორონტო რეპტორსსაც, გასულ შაბათს კი ნიუ იორკ ნიქსის სამიზნედაც დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძეს ბოლო პერიოდში სათამაშო დრო ძალიან შეუმცირდა და სწორედ ამიტომ დღითიდღე უფრო ხშირად იწერება მისი სხვა გუნდში გადასვლის შესახებ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ქართველი კალათბურთელი ბოლო 5 მატჩიდან 3-ში სათადარიგო სკამზე ვიხილეთ და 1 წამითაც კი არ უთამაშია.

ასევე გეტყვით, რომ NBA-ს გაცვლებისთვის ბოლო დღე 5 თებერვალია.

სხვა სტატიები