Belive

ტორონტომ წონასწორობა კვლავ აღადგინა - სერიაში მეშვიდე თამაში იქნება

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს გამთენიისას ტორონტო რეპტორსი შინ კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და 112-110 დაამარცხა. სერიის მეექვსე თამაში ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა. კანადელემბმა ოვერტაიმში შეძლეს სერიაში ანგარიშის გათანაბრება.

რეპტორსის შემადგენლობაში საუკეთესო სტატისტიკა სკოტი ბარნსს ჰქონდა - 25 ქულა, 14 შედეგიანი გადაცემა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება. სანდრო მამუკელაშვილმა ჯამში 14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და თითო-თითო გადაცემა, დაფარება და ჩაჭრა მიითვალა.

კლივლენდ კავალიერსისა და ტორონტო რეპტორსის გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა 4 მაისს ჩვენი დროით 03:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები