NBA-ის დიდების დარბაზის წევრი დონ ნელსონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გავლენიანი ფიგურა, დიდების დარბაზის წევრი - დონ ნელსონი, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა ორშაბათს დილას ოფიციალურად დაადასტურა.
ნელსონმა, როგორც მოთამაშემ, ბოსტონის შემადგენლობაში 5-ჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, ხოლო სამწვრთნელო კარიერაში მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით ლიგის ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს.
Don Nelson, the second winningest coach in NBA history, a five-time NBA champion as a player and a member of the Naismith Memorial Basketball Hall of Fame, has died, it was announced Sunday. He was 86.
— ESPN (@espn) August 9, 2026
More: https://t.co/sVHhhoGl3S pic.twitter.com/WBFX6Qr1Et
სანამ ბოსტონის ლეგენდა გახდებოდა და 11-წლიან ეპოქას ოქროს ასოებით ჩაწერდა, ყოფილი მსუბუქი ფორვარდი ჩიკაგოსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსში ასპარეზობდა. 1976 წელს სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, ნელსონმა წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. ის სხვადასხვა დროს სათავეში ედგა მილუოკი ბაქსს, ნიუ იორკ ნიქსს, დალას მავერიქსსა და გოლდენ სტეიტ უორიორსს, სადაც თავისი ინოვაციური ხედვით თამაშის სტილი სრულიად შეცვალა.
უორიორსში მოღვაწეობისას ნელსონმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტეფ კარის სადებიუტო სეზონში. 38 წლის ვარსკვლავმა ყოფილ მწვრთნელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.
„ამბობენ, ახალბედები არ უყვარდაო, მაგრამ პირველივე დღიდან გამომიწვია და საშუალება მომცა, მოედანზე ჩემი საუკეთესო თვისებები გამოშკარავებულიყო. მას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ამ სპორტზე და თამაშის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსად დარჩება. ის ნამდვილი ლეგენდაა“. - სტეფ კარი
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ დონ ნელსონი 3-ჯერ არის NBA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებული (1983, 1985 და 1992 წლებში). ასევე 2-ჯერ გაუძღვა ALL STAR-ის გუნდებს, ის NBA-ს ყველა დროის საუკეთესო 5 მწვრთნელს შორის არის დასახელებული.