ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 18 წუთი ითამაშა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის მორიგ მატჩში, ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტი 120:104 დაამარცხა.
ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ 17:21 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი), 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა კელ’ელ უეარიმ ჩააგდო, 18 ქულა ჰქონდა ჯემირ იანგს, ხოლო 17 ფრანც ვაგნერს.
ორლანდო მეჯიქმა პრე-სეზონის სამივე მატჩი მოიგო და მათ მხოლოდ 1 თამაში დარჩათ, სეზონის წინა მოსამზადებელი ეტაპის მომდევნო შეხვედრას ორლანდოელები 17 ოქტომბერს, ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ ჩაატარებენ.