ზედიზედ მეორე ორმაგი გოგასგან - ორლანდომ მოიგო
NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლოსწინა მატჩში, ჩიკაგო ბულსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 103:127 დამარცხდა. ორლანდოს 45 მოგება დაუგროვდა (ზუსტად იმდენივე, რამდენიც ტორონტოს), თუმცა ქულათა ბალანსის გამო, მეშვიდე ადგილზე იმყოფება (პლეი ინის ზონა). ექვსეულში შესასვლელად, ორლანდომ ბოლო მატჩი უნდა მოიგოს, ტორონტო კი უნდა დამარცხდეს.
კიდევ ერთი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა ორმაგი დუბლი. გოგამ ჩიკაგოსთან 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ბითაძემ 7-დან 6 ორქულიანი და 4/4 საჯარიმო ჩააგდო.
ბოლო შეხვედრაში ორლანდო მეორეადგილოსან ბოსტონს ხვდება - სელტიკსი წაგების შემთხვევაშიც შეინარჩუნებს ამ ადგილს, ამიტომ ორლანდოსთვის საქმე შედარებით მარტივდება - მეექვსე ადგილზე გასასვლელად, მეჯიქმა ტორონტოს ბრუკლინთან მარცხსაც უნდა უგულშემატკივროს.